პროექტის თემა: ,,ზოოპარკი კლასში"
პროექტის მნიშვნელობა, აქტუალობა: მოსწავლეებს ეცოდინებათ, რომ გარდა ბუნებრივი საარსებო გარემოსი, ცხოველები, ფრინველები, ქვეწარმავლები და ა.შ. ხელოვნურ საარსებო გარემოშიც ბინადრობენ და ეს არის – ზოოპარკი
პროექტის მიზნები და შედეგები: მოსწავლეები განასხვავებენ ცხოველებს, ფრინველებს, ქვეწარმწვლებს და ა.შ. ეცოდინებათ როგორ ცხოვრობენ ისინი, რითი იკვებებიან და როგორი მოვლა–პატრონობა ესაჭიროებათ. კლასში ექნებათ თავიანთი ხელით შექმნილი ,,ზოოპარკი"
მოსწავლეთა ასაკი: 5–6 წელი
ხანგრძლივობა, დრო: 2 გაკვეთილი ( 70 წთ)
შეფასების პროცედურები: მოსწავლეები დახატავენ, გამოძერწავენ, დაამზადებენ აპლიკაციებს, მოაწყობენ გამოფენას
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია სურათებიდან, ტელევიზიიდან, კომპიუტერიდან,მოთხრობებიდან და ა.შ.
სასწავლო მასალა და რესურსები: დიდი ზომის ფორმატი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები,პლასტელინი, ფერადი ქაღალდები, წებო, თვალსაჩინოებები, სურათები, პლაკატები, ვიდეო მასალა
პროექტის მსვლელობა
საუბრის შემდეგ მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში:
I ჯგუფი მუშაობს ნახატების შექმნაზე;
II ჯგუფი მუშაობს პლასტელინით;
III ჯგუფი ამზადებს აპლიკაციებს.
შემდეგ ხდება ნამუშევრების დამაგრება ფორმატზე და ეწყობა ,,ზოოპარკის" პრეზენტაცია.
სასწავლო წლის ბოლოს მოეწყობა ექსკურსია ნამდვილ ზოოპარკში.
პროექტის ხელმძღვანელი: იამზე ზედგინიძე
No comments:
Post a Comment