Friday, March 16, 2012

,,ზოოპარკი კლასში"

პროექტის თემა:   ,,ზოოპარკი  კლასში"
პროექტის მნიშვნელობა, აქტუალობა:  მოსწავლეებს ეცოდინებათ, რომ გარდა ბუნებრივი საარსებო გარემოსი, ცხოველები, ფრინველები, ქვეწარმავლები და ა.შ. ხელოვნურ საარსებო  გარემოშიც ბინადრობენ და ეს არის – ზოოპარკი
პროექტის მიზნები და შედეგები:  მოსწავლეები განასხვავებენ ცხოველებს, ფრინველებს, ქვეწარმწვლებს და ა.შ. ეცოდინებათ როგორ ცხოვრობენ ისინი, რითი იკვებებიან და როგორი მოვლა–პატრონობა ესაჭიროებათ. კლასში ექნებათ თავიანთი ხელით შექმნილი ,,ზოოპარკი"
მოსწავლეთა  ასაკი:  5–6 წელი
ხანგრძლივობა, დრო:   2 გაკვეთილი  ( 70 წთ)
შეფასების  პროცედურები:  მოსწავლეები დახატავენ, გამოძერწავენ, დაამზადებენ აპლიკაციებს, მოაწყობენ გამოფენას
წინასწარი  ცოდნა:  მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია სურათებიდან, ტელევიზიიდან, კომპიუტერიდან,მოთხრობებიდან და ა.შ.
სასწავლო მასალა და რესურსები:  დიდი ზომის ფორმატი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები,პლასტელინი, ფერადი ქაღალდები, წებო, თვალსაჩინოებები, სურათები, პლაკატები, ვიდეო მასალა
პროექტის  მსვლელობა
საუბრის შემდეგ მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში:
I  ჯგუფი მუშაობს ნახატების შექმნაზე;
II  ჯგუფი მუშაობს პლასტელინით;
III  ჯგუფი ამზადებს აპლიკაციებს.
შემდეგ ხდება ნამუშევრების დამაგრება ფორმატზე  და  ეწყობა ,,ზოოპარკის" პრეზენტაცია.
სასწავლო წლის  ბოლოს  მოეწყობა  ექსკურსია ნამდვილ ზოოპარკში.
პროექტის ხელმძღვანელი:  იამზე  ზედგინიძე